
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, უკრაინელი მომლაპარაკებლები გამოდიოდნენ შეთავაზებით, დონბასის ნაწილს „დონილენდი“ ეწოდოს. გამოცემის ცნობით, ისინი ამგვარად ცდილობდნენ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებას.
როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, პირველად ეს ტერმინი უკრაინელმა მომლაპარაკებელმა ნახევრად ხუმრობით ახსენა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო მცდელობა, აშშ-ის წარმომადგენლები მიემხროთ.
„შემდგომში აღნიშნული ტერმინი ხშირად იყო გამოყენებული მოლაპარაკებების პროცესში“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტებში ეს ტერმინი ნახსენები არ არის. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ერთ-ერთმა უკრაინელმა მომლაპარაკებელმა ხელოვნური ინტელექტით შექმნა „დონილენდის“ დროშა და ჰიმნიც. უცნობია, ნახა თუ არა ეს ამერიკულმა მხარემ.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, ეს „ასახავს გლობალურ რეალობას, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ტრამპის პატივმოყვარეობით აპელირებენ, ცდილობენ რა, აშშ-ის მხარდაჭერა მოიპოვონ“.
0
0