
ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„მთელი გუნდი ორშაბათიდან შეიკრიბა და გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელებიც, მაგრამ ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. ჩვენი ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს ხვალ მოედანზეც გადავიტანთ.
მიხარია, რომ ხვიჩა „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. ის მართლაც გამორჩეული მოთამაშეა და ამას ნამდვილად იმსახურებს.
სამწუხაროდ, ოთარ მამაგეიშვილი ტრავმირებულია და ერთა ლიგის ამ შეხვედრებს გამოტოვებს, მაგრამ შეკრებაზე მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და როდესაც მომჯობინდება, ნაკრებში აუცილებლად დავაბრუნებ“, – ამბობს სანიოლი.
საქართველოს ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში ერთა ლიგაზე ოთხ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილები პირველ ორ მატჩს თბილისში ჩაატარებენ: 25 სექტემბერს – ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ხოლო 28-ში – უკრაინასთან.
0
0