
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უცხოელ ლიდერებს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა. მან ასევე მილოცვა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.
ლუკაშენკოს თქმით, 9 მაისი „ყველა იმ ადამიანის უპრეცედენტო გამბედაობისა და სიმტკიცის სიმბოლოა, ვინც ფრონტზე იბრძოდა ფაშიზმთან და ზურგში მუშაობდა მშობლიური მიწის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“.
„ბელარუსებმა და ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი საერთო სამშობლოს ყავისფერი ჭირისგან გათავისუფლებაში. მინსკმა პატივი მიაგო სერგო ჭიღლაძისა და მირზა გელოვანის ხსოვნას, რომლებმაც უკვდავი გმირობები გამოიჩინეს ბელარუსისთვის ბრძოლებში და ჩვენთვის საქართველოს მამაცი შვილების სამხედრო სიმამაცის განსახიერებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული გმირებისადმი უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა კვლავაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა მან.
ლუკაშენკომ მილოცვა გაუგზავნა დსთ-ს ქვეყნების, საქართველოს, სლოვაკეთის ლიდერებს, ასევე უკრაინისა და მოლდოვას ხალხებს.
0
0