
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ზოგიერთი სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც spnews- მა ექსკლუზიურად მოიპოვა, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოღებულ იქნა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ქვეყანაში იმ პროდუქტების იმპორტი და მიმოქცევა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების დადგენილ მოთხოვნებს.
კერძოდ, აიკრძალა: ღვინო სს „თელიანი ველისგან“; ღვინო სს „თბილღვინოსგან“; ღვინო და კონიაკი შპს „ასკანელი ძმებისგან“; ღვინო შპს „ვაინმენისგან“; ლუდი სს „ქართული ლუდის კომპანიისგან“; გაზიანი გამაგრილებელი სასმელი „კოკა-კოლა“ საქართველოდან; მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ „ჯანმრთელი წყლისგან“.

1
0