
ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა ფაქტების დამდგენი რეზოლუცია უწოდა. ფაქტი ყოფილა თურმე, რომ საქართველოს სამხედროება ისროლეს კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენლის გიორგი თავართქილაძის განცხადებაზე პასუხად.
დეპუტატის მხრიდან რეზოლუციის მუხლების წაკითხვას სტუდიაში ხმაური მოჰყვა, თავართქილაძე პარლამენტის წევრს საუბარში ხელს უშლიდა.
„ეს გასწვალეს? ეს არის დესტრუქციის მცდელობა, სად დაგატრენინგეს? სად გასწავლეს, სიმართლეზე ლაპარაკს რომ დაიწყებენ, ჩაეჩარითო“, - მიმართა მას გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციიდან კონკრეტული მუხლები წაიკითხა.
„მეხუთე პუნქტში მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლობით დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას საქართველოს მხრიდან.
მეექვსე პუნქტი: იმავდროულად რუსეთის საპასუხო შეტევამ...
მეთერთმეტე პუნქტი: ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებებთა ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობასას, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა.
ამ რეზოლუციას რომ დაუჭერს ადამიანი მხარს, რიტორიკული კითხვა მაქვს , არ ჩაუდენია და დაიბრალა, თუ ჩაიდინა და აღიარა? „ნაცებმა“ რომ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, იმას ვამბობ. ამ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა უწოდა ფაქტების დამდგენი რეზოლუცია. მე რაც წავიკითხე, თურმე, ყოფილა ფაქტი. ფაქტი ყოფილა თურმე, რომ საქართველოს სამხედროებმა ისროლეს კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
0
0