
მისი თქმით,ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების ტექნიკური პროცესები ეფექტურად მართა. ცესკოს სესიები იყო ღია დაინტერესებული მხარეებისთვის და პირდაპირ რეჟიმში შუქდებოდა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ზოგადი აღქმა გაზარდა. თუმცა, დაპირისპირებებმა უარყოფითი გავლენა მოახდიან პროცესზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შერჩევისა და დანიშვნის პროცესს უკავშირდება.
„ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიას და ოდირის კომისიის წევრმა კოლეგებმა გამოხატეს ნდობა სიების სიზუსტის მიმართ, მაშინ როდესაც კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი იყო ინკლუზიური. ბევრმა კანდიდატმა გააუქმა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა.
ზოგადად, საარჩევნო კამპანია იყო წყნარი, თუმცა დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები პირებს შორის და ასევე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად გაძლიერდა. ამასთან, ადგილი ჰქონდა აგრესიულ რიტორიკას, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.
0
0