
მისი თქმით, ქართველი არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას ხელისუფლებაში.
“რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას, ეს მკვლელი, სისხლიანი, როგორ არის ცოცხალი საერთოდ და როგორც უყურებდა ფანჯრებიდან, როგორ აწამებდნენ, ჟლეტდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და თავისივე მოსახლეობას. ესენი პირდაპირ არიან ეშმაკის მოციქულები, მიმდევრები სატანის, მაგათთან ღმერთი ძალიან შორს არის. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დადგა უკვე ის დრო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება ამდენი წელია უკვე, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ, ამ სატანების და კრიმინალების გამო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და როგორც კი რამეს გაბედავენ მიიღონ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. სისხლში ცურავენ, როდემდე შეიძლება გავუძლოთ ამ ყველაფერს”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
0
0