12/08/2022
12:21
სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და განადგურებით დაემუქრნენ.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0