
ილონ მასკი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მან Starlink-ის ინჟინრებს დაავალა ყირიმის სანაპიროს მახლობლად კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზების გამორთვა, რათა რუსეთის სამხედრო ფლოტზე უკრაინული ძალების იერიში შეეჩერებინა. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.
მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზები არ გამოურთავს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის თხოვნაზე, რომ ისინი ჩაერთო, უარი განაცხადა.
"აღნიშნულ რეგიონებში Starlink-ი არ გააქტიურებულა. SpaceX-ს არაფერი გაუთიშავს.
იყო გადაუდებელი მოთხოვნა სამთავრობო ხელისუფლების პირებისგან, გაეაქტიურებინათ Starlink-ი სევასტოპოლამდე. აშკარა განზრახვა იყო რუსული ფლოტის უმეტესი ნაწილის ჩაძირვა.
მე რომ დავთანხმდებოდი მათ თხოვნას, მაშინ SpaceX-ი გახდებოდა ომის დიდი აქტისა და კონფლიქტის ესკალაციის პირდაპირი მონაწილე". - თქვა მასკმა.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ "[ომში ჩართული] ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ზავზე".
"ყოველდღე უფრო და უფრო მეტი უკრაინელი და რუსი ახალგაზრდა იღუპება იმისთვის, რომ მოიპოვონ ან დაკარგონ მიწის მცირე ნაწილები, რომელთა საზღვრები თითქმის არ იცვლება. მათი სიცოცხლე ამად არ ღირს". - თქვა მასკმა.
ცნობილი ბიოგრაფიული წიგნების, სტივ ჯობსი და აინშტაინი: სიცოცხლე და სამყარო-ს ავტორმა, უოლტერ ისააკსონმა წიგნი ამჯერად მულტიმილიარდერ ილონ მასკის ბიოგრაფიაზე დაწერა.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026