
„ძალიან რთული საკითხია, რაც ადვოკატებისგან მესმის, არ ვარ დარწმუნებული, რომ პროცესზე დასწრებას შეძლებს. ადვოკატები ამბობენ, რომ ძალიან დიდი ტრავმები აქვს, ხელები ძალიან უკანკალებდაო“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა მის მეგობარს, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ლიზა იასკოსაც.
ამ დროისთვის პატიმართან მისი ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია იმყოფებიან. ციხეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია შესული, რომელიც მსჯავრდებულის გლდანის მე-18 ციხეში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას აწარმოებს.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025