
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები თითქმის ოთხწლიანი კონფლიქტის შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ.
10 ივლისს, აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც ორმა ქვეყანამ მარტში სამშვიდობო შეთანხმების პროექტი დაასრულა. ამ შეხვედრის შედეგები განსაზღვრავს სამხრეთ კავკასიის მომავალს და იმას, თუ როგორ შეძლებს ორი ქვეყანა მშვიდობიანად ცხოვრებას ერთმანეთის გვერდით, ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, აბუ-დაბიში, ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.
ერევანში მოქმედი დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის, რეგიონული კვლევების ცენტრის დამფუძნებელმა/დირექტორმა, რიჩარდ გირაგოსიანმა Euronews-ს განუცხადა, რომ „რუსეთის გავლენა მცირდება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, რადგან მისი ყურადღება და რესურსები უკრაინაზე რჩება მიბმული. ეს ცვლილება სხვა საერთაშორისო აქტორებისთვის სივრცეს ქმნის, რათა უფრო მეტად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში.
,,ეს გარიყვა მოსკოვის ინიციატივით არ ხდება. ბაქოც და ერევანიც კრემლისგან დისტანცირდებიან, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთთან მათი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.
რადგანაც აბუ დაბიში შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მსგავს ორმხრივ შეხვედრას მოჰყვა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ამ რთულ ლანდშაფტში ომის შემდგომი პროგრესის მიღწევა დიპლომატიური გზით,’’ - თქვა გირაგოსიანმა.
0
0