
გეოპოლიტიკურად უღიმღამო ევროკრატიის კმაყოფაზე მყოფი "ნაცბაბლის" საყურადღებოდ, ტრამპი საბოლოოდ "გარუსდა" ან "ოცნებისტი" გახდა - აშშ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს, ამერიკულ-რუსული ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში.
აბაშიძე მოუწოდებს “ნაცბაბლს”, რომ ხანდახან მაინც გაეცნონ საერთაშორისო მედიას და ნანუკა ჟორჟოლიანის “მესიჯბოქსებით” არ ისაუბრონ.
“გეოპოლიტიკურად უღიმღამო ევროკრატიის კმაყოფაზე მყოფი "ნაცბაბლის" საყურადღებოდ, ტრამპი საბოლოოდ "გარუსდა" ან "ოცნებისტი" გახდა - აშშ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს, ამერიკულ-რუსული ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდა.
რასაკვირველია, ვუტრირებ და დავცინი პრეტენზიულ ნაცქაჯებს, რადგან მათთვის საერთაშორისო რეალპოლიტიკა ისეთივე უცხოა, როგორც ლევან-ანიტა ხაბეიშვილისთვის ინგლისური.
სექტის წიაღში, ვისაც რეალური განათლება აქვს მიღებული და მაინც ნანული ჟორჟოლიანის "მესიჯბოქსით" საუბრობს, მისი უმწვავესი პრობლემაა. გაეცანით ხოლმე საერთაშორისო მედიას ვითომ პროფესორ-მასწავლებლებო და ყოფილო ნაცდიპლომატებო. თავს ნუ ირცხვენთ საახლობლოში მაინც.” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
1
0