15/11/2021
15:02
პოლიტიკა
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილმა თავდახრილმა მოიხადოს სასჯელი, ჩადენილი დანაშაულებისთვის კიდევ დიდი გულზე.
„ოქროს ბეჭდები, ძვირად ღირებული ტელეფონი შვილისთვის, ბოტასები სასაჩუქრედ, კულონები, ძვირფასეულობა... ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე, თან საიდუმლო გრიფით. აი, ამ საქმეს დაარქვეს „ნაცებმა“ „პიჯაკების და ქაშმირის პალტოს“ საქმე. კიდევ ერთი დასტური მათი უტიფრობის და უსინდისობის. მხოლოდ აი, ამ დანაშაულის გამო, ნაცვლად იმისა რომ ბოდიში მოიხადოს და თავდახრილმა მოიხადოს მინიმალური სასჯელი, კიდე დიდ გულზეა ბელადი. 6 წელი კი არა, უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ ამ ბოროტ დამნაშავეს. იმედია მალე იქნება გამოძიებული ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება ჰქვია და ადეკვატური სასჯელით შეფასდება მისი ღალატი!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
0
0