03/11/2023
23:08
მსოფლიო
33 წლის პოლიციელი არიზბეტ დიონისიო ამბროსიო მექსიკის ქალაქ აკაპულკოში დამანგრეველი ქარიშხალ ოტისის სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა, როდესაც შორიდან ბავშვის ტირილი გაიგონა.
თავად 2 მცირეწლოვანის დედა ხმას მიჰყვა და იპოვა ქალი 4 თვის ჩვილით ხელში, რომელმაც უთხრა, რომ მისი ბიჭუნა 2 დღის უჭმელი იყო და შიმშილისგან ტიროდა.
"ვუთხარი, რომ თავადაც მეძუძური დედა ვიყავი და შემეძლო ბავშვის გამოკვება", - იხსენებს ახალგაზრდა პოლიციელი მომხდარს. ქალმა მშიერი ბავშვის ძუძუთი კვება დაიწყო, რომელმაც მალევე შეწყვიტა ტირილი. "ბედნიერი ვიყავი, დედებს თუ რამ გვაყენებს ყველაზე დიდი ტკივილს, ეს ბავშვების ასეთ პირობებში ნახვაა", - ამბობს ის. ამის ამსახველი ფოტო ინტერნეტჰიტად იქცა და სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება რეაქცია მოჰყვა.
მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ქარიშხალი ოტისის შედეგად სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.
0
0