
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, დედაქალაქში 1886 ლიფტი რეაბილიტირდა, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 40 615 956 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში დაწერა:
📢 საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიზიარებთ ავარიული ლიფტების რეაბილიტაციის შესახებ მონაცემებს დედაქალაქის მასშტაბით:
📈 2017 წლიდან დღემდე, დედაქალაქში 1886 ლიფტი რეაბილიტირდა, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 40 615 956 ლარი დაიხარჯა;
2023 წლის ბიუჯეტში ლიფტების რეაბილიტაცია-მოწყობისთვის 10 003 571 ლარია გათვალისწინებული.
📍 აქვე მინდა აღვნიშნო, იმისათვის, რომ მობინადრებიის უსაფრთხოება იყოს დაცული, აუცილებელია, კორპუსის მოსახლეობამ ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ პერიოდულად უზრუნველყოს მათ საკუთრებაში არსებული ლიფტის შემოწმება და ექსპერტიზის ჩატარება აკრედიტებული სპეციალისტების მეშვეობით. ლიფტი მობინადრეების საკუთრებაა, შესაბამისად, ამხანაგობის პასუხისმგებლობაა ნებისმიერი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის მოვლა-პატრონობა.
📣 რაც შეეხება გამგეობების პროგრამას, რომლის საშუალებითაც ხდება ავარიული ლიფტების რეაბილიტაცია-ჩანაცვლება, აუცილებელია, ამხანაგობას (კორპუსის მოსახლეობას) ჰყავდეს არჩეული თავმჯდომარე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა აფინანსებს 100%-ით, თუმცა ბინეთმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს ვალდებულება, საკუთარ ანგარიშზე განათავსოს პროექტის ღირებულების 5%.
აღნიშნულ თანხას მობინადრეები შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ ნებისმიერი ტიპის სამუშაოებისთვის (კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გამწვანება და ა.შ). შესაბამისი განცხადება და საჭირო საბუთები ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა დაარეგისტრიროს რაიონულ გამგეობაში, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა", წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ხელაძე.
0
0