03/01/2025
20:08
პოლიტიკა
აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას დღეიდან შეუდგება.
2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკელები სრულ კონტროლს მოიპოვებენ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე – წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე.
ახალი კონგრესმენები მუშაობას ვაშინგტონის დროით 12:00 საათზე ლოცვით დაიწყებენ. შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აირჩევენ.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე მხარდაჭერა მაიკ ჯონსონს გამოუცხადა. ტრამპმა ჯონსონს მხარდაჭერა ორშაბათს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის კარგი, შრომისმოყვარე და რელიგიური ადამიანია.
ტრადიციულად, ახალი პრეზიდენტისა და კონგრესის პირველი 100 დღე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს დგება საკანონმდებლო დღის წესრიგი.
0
0