25/01/2022
13:50
ბადაგონი
,,ღია წერილი, Giorgi Salakaia - ს:
გოგი, თქვენ შეძელით და ქართული ღვინო დააბრუნეთ იმ შკალაზე, სადაც არასდროს არ ყოფილა და რასაც მსოფლიოში წარმატებული " NUMBER ONE " ქართული ღვინო BADAGONI ჰქვია.
თქვენ შეძელით და აღადგინეთ ისეთი უნიკალური საყრდენი წერტილი, როგორიცაა "ალავერდის XI საუკუნის მარანი ".
თქვენ გაიზიარეთ პირველ რიგში, რა ხდებოდა თქვენამდე და ის პასუხისმგებლობა გადმოიტანეთ საკუთარ თავზე.
იცით, რა ხდება მსოფლიო ბაზარზე და გვერდით გყავთ არაჩვეულებრივი „ბადაგონელები“ და დოქტორი Donato Lanati. გაქვთ ულტრა თანამედროვე ქარხანა, კარგი ბოთლი, კარგი შეფუთვა, სწორი ფასი, კარგი მარკეტინგი. ამას სჭირდებოდა დრო, დიდი სიყვარული და თაობების გაზრდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ამდენი რაღაცისგან შეიქმნა BADAGONI.
თქვენ გაქვთ ამ ყველაფრის ცოდნა და შინაგანად ატარებთ ამ ყველაფერს. რაც ყველაზე მთავარია, იგრძნობა როგორ ზრუნავთ როგორც თქვენს სახელზე და თქვენი შვილების სახელზე, ისე უფრთხილდებით და ზრუნავთ ღვინოზე. მას ხომ გარე სამყაროსთან ურთიერთობა არ აქვს.
თქვენ ეს დამოკიდებულება გაატარეთ ინდუსტრიულ წარმოებაში და შექმენით ქართულ მეღვინეობაში ფლაგმანი ბრენდი BADAGONI.
მ ი ხ ა რ ი ა და ამაყი ვარ იმით, რომ არასდროს არ წასულხართ კომპრომისზე, რომ მას-პროდუქტი შეგექმნათ, რადგან თქვენთვის "cash flow" ზე მნიშვნელოვანია ბადაგონის და “ბადაგონელების“ წარმატება.
#ბრენდისშესაბამისწარმომადგენლები
ყოველი თქვენი თანამშრომლის პროფილი საუბრობს არა მარტო მის პიროვნებაზე, არამედ BADAGON-ზე, რაც ძალზედ სასიხარულო და საამაყოა ამავე დროს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბადაგონი საქართველოში " NUMBER ONE" ღვინოა და ახლა 5 მილიონი ბოთლი გაიყიდება თუ 8 მილიონი ბოთლი,ეს უკვე ტექნიკური საკითხია. ეს არის უკვე ახალი ხაზების დამატება, ასე ვთქვათ, ახალი ინვესტიცია. ახლა, უკვე მთავარია, დამატებით ახალ ბაზრებზე ოპერირება.
მადლობა, რომ ასევე ზრუნავთ ჩვენი ერის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების და იდენტობის განმტკიცებაზე: BADAGONI HOME, “მაწვნის სახლი“ და სხვა მიმდინარე საინტერესო პროექტები.... სტუმართმართმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული, რომლითაც უხვად დაგაჯილდოვათ უფალმა და ეს ყველაფერი გადამდებია.
Yuhooooooooooo
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ლიდერია !!!
გ ი ლ ო ც ა ვ თ!
ახალ სტარტს,ახალ შანსს,ახალ სასიამოვნო შეგრძნებებს, ახალ წელს გილოცავთ'' - წერს ირაკლი გოლაშვილი.
ცნობისთვის, ბადაგონი საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ლიდერია, 421 კომპანიიდან, ექსპორტზე გატანილი ღვინის 9% ბადაგონს უკავია.
0
0