13/01/2022
14:46
ეკონომიკა
როგორც გოგი სალაყაია ამბობს, 2021 წელს კომპანიის ექსპორტი 12-13%-ით გაიზარდა.
,, შარშანდელი წელი საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე იმ გამოწვევებისგან, რაც პანდემიამ გამოიწვია. გვქონდა რაღაც ცვალებადი სიტუაციები, როგორც ბაზრებზე, ისე ადგილობრივზე. ჩვენ გვქონდა დაახლოებით 12-13 პროცენტიანი მატება ექსპორტის მხრივ. ძალიან სასიამოვნო სიახლე გვქონდა იმ კუთხით, რომ ზრდა მოხდა ევროპულ ბაზარზე, კერძოდ, აქ ლიდერობდა პოლონეთის ბაზარი, სადაც დაახლოებით, 20 პროცენტიანი ზრდა გვქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბაზარი და გამომდინარე იქედან, რომ გვაქვს გერმანიაში ჩვენი ლოჯისტიკური ბაზა, საიდანაც ხდებოდა პროდუქციის გატყორცნა მთელი ევროპის მაშტაბით, დაახლოებით 17 ქვეყანაში, ძალიან კარგად იმუშავა ამ სქემამ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ჩინეთის ბაზარზე გარკვეული სტაგნაციის პერიოდი გვქონდა, უკვე 2021 წელს მოხდა ამ ბაზრის დამუშავება“,- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, გოგი სალაყაიას თქმით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი ღვინის საწარმოო მოცულობები უკვე გაყიდულია.
„ 2022 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი ჩვენი კომპანიისთვის იმ კუთხით, რომ აბსოლუტურად მთელი პროდუქცია, რომელიც გამოშვებული უნდა იქნას 2022 წელს, მთლიანად დაკონტრაქტებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზარიც ადაპტირდა ამ პანდემიურ პერიოდში და რეალურად, ამ ახალი წლის შედეგებმა გვაჩვენა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ზოგადად, ყველა არსებულ ბაზარზე იქნება სტაბილური მიწოდება ჩვენგან. ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ აშშ-ს ბაზარს, სადაც წელს, ვფიქრობთ, რომ დიდი გადატვირთვა არ გვქონია, მაგრამ იმ 100 000 ბოთლს დაემატება კიდევ 100 000 ბოთლი, რომელიც წელს, 2022- ში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შტატებში.“- აღნიშნა გიორგი სალაყაიამ.
მისივე თქმით, ბადაგონს დაგეგმილი აქვს 2022 წელს, 2019 წლის შედეგი გააორმაგოს. მანვე, ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა.
„ჩვენ მთლიანად გავედით უკვე იმ შედეგზე, რომელზეც 2019 ში ვიყავით. ეს არის დაახლოებით, 150 000 ბოთლი პრემიუმ სეგმენტის ღვინო და 2022 დაგეგმილი გვაქვს, რომ ეს შედეგი, მინიმუმ, გაორმაგდეს.
რაც შეეხება გამოწვევებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ ჩვენგან, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა. რა ქვეყნებიც ჩამოვთვალეთ აქ კონკრეტულად იყო დივერსიფიკაციის კუთხით, სწორედ იმ ტრადიციული ბაზრების გარდა. კონკრეტულ ქვეყნებში მოხდა ცნობადობის გაზრდა ამა თუ იმ ღონისძიების შედეგად, მაგრამ ზოგადად, არის კიდევ ასათვისებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი, როგორიც არის აშშ, სადაც რეალურად, ყველანაირი პროგნოზით და უკვე განვლილი პერიოდითაც, თვით პანდემიურ პერიოდშიც აღენიშნება 7-8 პროცენტიანი ზრდა ღვინის მოხმარების. ვფიქრობთ, რომ ახლა კარგი მომენტია ამ კუთხით სამუშაოდ, ეს კრიზისი განსხვავდება სხვა ეკონომიკური კრიზისებისგან, იმიტომ რომ მომატებულია ღვინის სმა, ადრე თუ მატულობდა მძიმე ალკოჰოლის ზრდა კრიზისზე, ახლა, არის თანაბრად. ხოლო, ღვინო მომატებულია და ამიტომ არის ძალიან კარგი მომენტი, რომ ჩვენი ცნობადობა გავზარდოთ.
კარგი ზრდა გვაქვს ფასების კუთხით, სხვადასხვა მიდგომები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, თუმცა საერთო ჯამში, თანაბრად იზრდება ყველა ქვეყნებთან.“- აღნიშნა სალაყაიამ.
აქვე მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული რვინის ხარისხის კონტროლის კუთხით სახელმწიფომ 2021 წელს რეალური ნაბიჯები გადადგა.
„2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეალურად, სახელმწიფომ პირველი რეალური ნაბიჯი გადადგა, როდესაც ხდება ხარისხის კონტროლი უკვე საზღვარზე, მაგრამ სამუშაო ნამდვილად ბევრი გვაქვს, იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბაზარიც უკვე აბსოლუტურად სხვანაირი გახდა და აკონტროლებს ხარისხს, ჩვენთან, ადგილობრივზეც ძალიან ბევრია კიდევ სამუშაო, ყოველ შემთხვევაში, სწორი მიმართულებით მივდივართ.“
რაც შეეხება ბადაგონს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, გოგი სალაყაიას თქმით, პრობლემა ძირითადათ ამოწურულია.
„რაც შეეხება ფორმალურ საკითხებს, ეს მიდის უკვე ბოლოსკენ სასამართლოებთან დაკავშირებით, ძირითადი პრობლემა მთლიანად ამოწურულია და ვნახოთ.“- განაცხადა გოგი სალაყაიამ.
0
0