
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როინ შავაძესთან დაკავშირებით, ამორალური უწოდა.
მან სააკაშვილს ურჩია, რომ ასეთი თემებით მანიპულირებას თავი დაანებოს.
„ამ საქმეზე დამდგარია როგორც ქართული სასამართლოების მხრიდან გადაწყვეტილებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მე მას ვთხოვდი თუ ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ასეთი თემებით მანიპულირებას. ეს არ წაადგება მისსავე პოლიტიკურ მომავალს, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოში.
რაც შეეხება ინდივიდუალურ საქმეებს, აქ ორი რაღაც ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. პირველი არის ინდივიდუალურად, კონკრეტული პირებისადმი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები, ეს საერთო სასამართლოების საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ, აქ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა უშუალოდ შექმნა წამების სისტემა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას აწამებდნენ, თუნდაც პენიტენციური დაწესებულებების ფარგლებში.
ჩვენ საქმე გვაქვს არა ინდივიდუალურ საქმეებთან, რასთან დაკავშირებითაც ზოგიერთ მათგანთან ნამდვილად დამდგარია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ საქმე გვაქვს კონსტიტუციური ნორმების განგრძობით და სისტემატურ დარღვევასთან. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად შექმნეს ეს სისტემა და ამაზეა საუბარი, რომ უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის თემა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კოორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.
0
0