19/09/2022
23:05
პოლიტიკა
„შენ შეიძლება კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ ხალხი ვერ გრძნობს, ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. მასიურად გარბიან ახალგაზრდა, ნიჭიერი მოაზროვნე ადამიანები…“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
გია გაჩეჩილაძე: შენც ხარ მაგაში დამნაშავე…
ზურა ჯაფარიძე: მე არ ვყოფილვარ არასდროს ხელისუფლებაში.
გია გაჩეჩილაძე: ნაცმოძრაობაში არ ყოფილხარ?
ზურა ჯაფარიძე: არა, როცა ხელისუფლებაში იყო, არა.
გია გაჩეჩილაძე: ხომ იზიარებდი მაგ პარტიის იდეოლოგიას?
ზურა ჯაფარიძე: ეკონომიკური რეფორმები რაც გაატარა ბენდუქიძემ, კი და ვიცავდი კბილებით. სწორი იყო ყველაფერი.
გია გაჩეჩილაძე: ესე იგი შენ ამბობ, რომ პარტიამ, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა…
ზურა ჯაფარიძე: პარტიას არ დაუკარგავს ტერიტორიები, ტერიტორიები წაგვართვა რუსეთმა
გია გაჩეჩილაძე: პარტია პასუხისმგებელია მაგაში.
ზურა ჯაფარიძე: საბოლოო ჯამში, ყველა ხელისუფლება ყველაფერში პასუხისმგებელია, მაგრამ რუსეთს ვებრძვით ორი საუკუნეა. ეგრე შეიძლია ჩაყვე და თქვა, რომ პასუხისმგებელია ჟორდანია, ერეკლე მეორეა პასუხისმგებელი და ერეკლე მეორე მართლა არის პასუხისმგებელი, რადგან ხელი მოაწერა ტრაქტატს, სამარცხვინო რაღაცები წერია ტრაქტატში, ძალიან სამარცვხინო რაღაცები წერია. ისეთი რაღაცები, რასაც არ ვასწავლი მომავალ თაობას.
გია გაჩეჩილაძე: ერეკლე არის შენთვის სამარცხვინო?
ზურაბ ჯაფარიძე: არა, ერეკლე არ არის სამარცვხინო, მაგრამ თავისუფლების დათმობა არის შეცდომა, თავისუფლება არ უნდა დაეთმო.
0
0