05/09/2023
15:29
პოლიტიკა
„რუსული კანონი“, რომელიც ამერიკაში მოქმედებს ახალ ინფორმაციებს გვაწვდის ხოლმე. თვე არ გავა „ფარა“-დან ბევრი ახალი ამბავი რომ არ გავიგოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ფარა“-ს ხომ რუსული კანონი დაარქვეს ჩვენს ქვეყანაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ ზუსტად ის კანონი, რომლის პირდაპირი თარგმანი ისე გაპროტესტდა 8-9 მარტს თბილისში როგორც გაპროტესტდა და ამ კანონის ახლა უკვე გავიგეთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ აუყვანია 0.5 მილიონ დოლარად კონკრეტული ლობისტი, რომელსაც ევალება, რომ წარადგინოს დოკუმენტები. მათ შორის არის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ კითხვებს სვამდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთან დაკავშირებით. დამაზიანებელ კითხვებს სვამდა, კიდევ უფრო ზუსტად და სწორად რომ ვთქვათ“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
0
0