17/08/2022
13:34
საზოგადოება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთში დაიბადა „რუსული“ კოვიდის ვარიანტი და დღეში ოფიციალურად 30 000-მდე ადამიანი ინფიცირდება, რაც რუსეთს კიდევ უფრო დაასუსტებს და რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში გარდაუვალს გახდის უკრაინის გამარჯვებას.
„რუსეთის ეკონომიკა 12,04%-ით იკუმშება წელს.
ამ გრაფიკის შექმნის შემდეგ, კიდევ შემცირდა 1.78 ტრილიონამდე.
გაისად 1.6 გახდება.
მაზეგ წელს კი 1.4.
და ეს ეკონომიკა ფიქრობს, რომ მოიგებს ომს?!
ვინც კიდევ საუბრობს, რომ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკას.
ამას ემატება ის, რომ რუსეთში დაიბადა „რუსული“ კოვიდის ვარიანტი და დღეში ოფიციალურად 30 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და, რეალურად, ამ ციფრს ერთი 0 უნდა დაუმატოთ…
უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ამისი ორი აზრი არ არის და ეს გამარჯვება ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
0
0