
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა IDU-ს ფორუმზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის შეხვედრას გამოეხმაურა.
„ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული პარტნიორი აქამდე თუ დაეშვებოდა... God Bless America!“, - წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, მაიკ პენსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „გვქონდა შესაძლებლობა მაიკ პენსს გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0