10/11/2021
13:07
პოლიტიკა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსამართლეებთან ძველი კავშირები გაააქტიურა და მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად სპეცოპერაციები დაგეგმა.
ქადაგიძის თქმით, სააკაშვილის გასათავისუფლებელ სპეცოპერაციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლეების დახმარებით გეგმავს, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქეთევან მესხიშვილია, რომელიც, ქადაგიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირია და „ქართულ ოცნებას“ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც პარლამენტმა მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობაზე არ დაამტკიცა.
ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ქეთევან მესხიშვილის მეუღლე, დავით მესხიშვილია, რომელიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მაღალჩინოსანი იყო.
მისივე თქმით, იმავე პერიოდში აკადემიის რექტორი იყო „ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
ექსპერტი ამბობს, რომ ცოლ-ქმარი მესხიშვილები მერაბიშვილის ახლო გარემოცვის და დეკანოიძის უახლოესი ადამიანები არიან და ახლაც სწორედ მისგან იღებენ ინტენსიურად დავალებებს, შუამავლის მეშვეობით.
ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ სწორედ დავით მესხიშვილს აქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ სუბიექტებთან და სწორედ დეკანოიძეა ამ პროცესების პოლიტიკური კურატორი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
აღნიშნულ სქემას ექსპერტი ორკესტრირებულს უწოდებს:
„სასამართლოშიც დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკის შეტანა, გაააქტიურა რა ძველი კავშირები მოსამართლეებთან და დაიგეგმა სპეცოპერაცია - მოსამართლეები რიგითი სააკაშვილის და საკუთარი კარიერის გადასარჩენად. მთავარი შემსრულებელი: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც ოცნების ხელისუფლებას აქამდეც ვერ იტანდა, თუმცა სულ 2-3 თვის წინ რაც პარლამენტმა მისი კანდიდატურა არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, ძალიან განაწყენდა და საბოლოოდ გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად (მაშინვე დაიქადნა ახლო წრეში, რომ ამ დამცირებას არ შეარჩენდა „ოცნებას“ და ანგარიშს მალევე გაუსწორებდა).
მცირე პრეისტორია: მისი მეუღლე დავით მესხიშვილი წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის მაღალჩინოსანს შ.ს.ს.-ში, ჯერ იყო საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილედ 2006-2008 წლებში, ხოლო შემდეგ 2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროს აკადემიის რექტორი მოგეხსენებათ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. უკვე კრიტიკულ პერიოდში, 2012 წელს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იმის გამო, რომ როგორც შ.ს.ს.-ს სანდო კადრს და გამოცდილ ზონდერს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოეხდინა ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზება ადგილზე.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცოლ-ქმარი მესხიშვილები მერაბიშვილის ახლო გარემოცვის და დეკანოიძის უახლოესი ადამიანები არიან და ახლაც სწორედ მისგან იღებენ ინტენსიურად დავალებებს, შუამავლის მეშვეობით. სწორედ დავით მესხიშვილს აქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ სუბიექტებთან და სწორედ დეკანოიძეა ამ პროცესების პოლიტიკური კურატორი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს რომ ორკესტრირებული და შეთანხმებული სქემაა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ, რომ სწორედ ქეთევან მესხიშვილის პირველ საპროტესტო ფეისბუკპოსტს მყისიერად, რამდენიმე წუთში“, - აცხადებს ქადაგიძე.
ექსპერტი ამბობს, რომ მესხიშვილებს ახლო ურთიერთობა აქვთ „დროას“ ლიდერთან ელენე ხოშტარიასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და, ასევე, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან.
მისივე თქმით, თუკი მესხიშვილი აღნიშნული ამბოხების ორგანიზებას წარმატებით შეასრულებს, მას ხელისუფლების შეცვლისთანავე პერსონალურად ჰპირდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას და თავმჯდომარეობასაც კი.
„ციხიდან გამოეხმაურა პატიმარი სააკაშვილი და მოუწოდა ა.შ.შ.-ს მთავრობას მოსამართლეებისთვის სანქციების დადებისკენ, რათა გაძლიერებულიყო მეამბოხე მოსამართლეების პოზიციები, რომლებმაც პირველად ხმა ამოიღეს.
თავის მხრივ მესხიშვილებს, ასევე, ახლო ურთიერთობა აკავშირებთ ამჟამად მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან, თინა ბოკუჩავასთან, გიორგი ბოტკოველთან და „ნაციონალურ მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან (ამაზე შემდგომში ვისუბრებთ). ასევე, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, მის მოადგილე დეკლარირებულ ნაც. აქტივისტთან გიორგი ბურჯანაძესთან (რომელიც ასევე გიორგი მშვენიერაძის კლასტერის უახლოესი წევრია) და ა.შ. სწორედ ბოკუჩავა და ლომჯარია არ მორიდებიან, მყისიერად მოახდინეს რეაგირება და პირდაპირ ეთერში გამოყვეს მესხიშვილი, რომ მისი სახით ერთადერთი გამორჩეული კანდიდატურა ჩააგდო პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კენჭისყრისას.
სწორედ ამ ამბოხების წარმატებულად ორგანიზებისთვის მესხიშვილს პერსონალურად ჰპირდებიან ხელისუფლების შეცვლისთანავე არათუ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, არამედ მის თავმჯდომარეობასაც კი. მთავარია ახლა დისონანსი და არეულობა შეიტანოს სასამართლოს რიგებში და პერსონალური შეტევები მიიტანოს მოსამართლეებზე. თვითონ ქეთევან მესხიშვილი საჯარო აქტივობებში ცდილობს თავი მოაჩვენოს უწყინარ და გარიყულ მოსამართლედ, თუმცა ეს მხოლოდ მოგებიანი ფორმაა, რომ ვითომ მსხვერპლად წარმოაჩენს თავს, რეალურად კი სწორედ ის მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაც. მოძრაობას კულუარულად, რომ კარდინალური წმენდაა ჩასატარებელი სასამართლოში, გასაყრელია აბსოლუტური უმრავლესობა მოსამართლეების და ა.შ. სწორედ ნაც. მოძრაობიდან მიღებული დირექტივის შესაბამისად, აბსოლუტურ სინქრონში ერთის მხრივ ელენე ხოშტარია პარლამენტში დაჯდა საპროტესტოდ, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლოში ხელოვნური პროტესტის შემოტანა ნაც.მოძრაობამ დაიწყო სწორედ მესხიშვილების საშუალებით“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.
0
0