12/02/2024
18:15
პოლიტიკა
ბატონო ხაზარაძე, შენ გგონია ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! „მუსტანგი“ ვერ გიმართია! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ მოსკოვში წავა.
ზარქუას განცხადებით, ხაზარაძეს პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნება მოუწევს.
"ლელოს" განცხადება მოვისმინე, ბატონმა ხაზარაძემ ბრძანა, ჩვენ ცალკე ვართ "ნაცებისგანო", ჩვენს ლიდერს კვირებს უთვლის და შემდეგ მოსკოვში მოუწევს წასვლაო - „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეზრდილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და ერთობლივად არეკეტებდნენ საზოგადოებას. ახლა ამას ჰგონია, რომ დაგვავიწყდა და ახლა ემიჯნება. თურმე ახლა არის მიუღებელი "ნაცები" „ლელოსთვის“ და გახარიასთვის.
ერთ რამეს გეტყვი ბატონო ხაზარაძე: „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და ვნახეთ შენი მარგვის მეთოდები. შენ გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! – „მუსტანგი“ ვერ გიმართია, გამართული ამერიკული მანქანა.
არჩევნების შემდეგ ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით ხელისუფლებაში, ხოლო შენ მოგიწევს გადანაცვლება ისევ ბიზნესში. სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა - ეს შენი თემაა, იქ კარგად გრძნობ თავს, წარმატებულადაც და იქ იქნები, სადაც შენი ადგილია. დარწმუნდები, რომ პოლიტიკაში ხელმოცარული ხარ. დაკვეთა რაც გაქვთ პატრონებისგან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაენაცვლოთ, მარგინალები გახდეთ და რევოლუციონერები, არ გამოგივათ! თქვენზე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდათ "ნაცებს" და თქვენზე დიდი მხარდაჭერა „გლობალური ომის პარტიიდან“, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ გაშიფრა ისინი, ისევე, როგორც თქვენც ხართ გაშიფრული. "ნაცები" და ნეონაცები ყველა ერთად აგერ, სალომეს ფანჩატურში მიბრძანდით, იქ გელოდებით", - განაცხადა ზარქუამ.
0
0