14/11/2021
21:23
საზოგადოება
როგორც ოჯახის განცხადებაშია აღნიშნული, „ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე”
„არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს მით უმეტეს უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას!
ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია როდესაც ხვდები რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას.
ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარმასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში - და კიდევ ერთხელ გთხოვთ - ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენს მიერ აყვანილი ადვოკატები!
ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს. თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, - მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. „ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024