
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ მისი წყაროს ცნობით, მაღალია იმის ალბათობა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მისივე ინფორმაციით, ეს მოხდება გარკვეული დათქმებით, როგორც მოლდოვას და უკრაინის შემთხვევაში იყო.
„ველაპარაკე საკმაოდ გათვითცნობიერებულ წყაროს და ჩემი მოლოდინი გახლავთ ის, რომ თქვენ, მაღალი ალბათობით, მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. თუ როგორი ტერმინოლოგია ჩაიწერება დოკუმენტში, ამის განხილვაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღის ბოლოს, თქვენ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ.
ვფიქრობთ, რომ თუ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება პირობებზე დამყარებული, ის, რაც მიიღეს გასულ ზაფხულს მოლდოვამ და უკრაინამ - იქნება პირობები, ზოგიერთი პირობა იქნება სხვანაირად შეფუთული, თუმცა მანამდე რაც იყო, დაახლოებით ისეთი პირობები იქნება“, - განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რიკარდ იოზვიაკმა.
შეგახსენებთ, ევროკომისია შუალედურ ანგარიშს 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
0
0