„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს
18/03/2022
11:45
პოლიტიკა
A-
+A
„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიწვიოს.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწვევის უფლება შალვა პაპუაშვილს აქვს.
დეპუტატი განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ინტერესებში შედის, რადგან უკრაინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ერთად გადიან.
სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურმა მხარეებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და პარტიული დაპირისპირება გვერდით გადადონ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინასთან ერთად უნდა გაიკვალოს გზა და კითხვა არ უნდა არსებობდეს, სად დგას დღეს საქართველო.
0
0
263
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%