
„ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში“, - წერს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
გოჩიაშვილი წერს, რომ დღეს ხელი მოაწერეს თანხმობას, რომლის მიხედვითაც, პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მათ შვილებს ჩაუტარდებათ სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა „ვოზორიტიდით“.
„ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში.
დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ „ვოზორიტიდით“ და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.
კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო.
პეტრე 2024 წლიდან, 5 ბავშვი კი უკვე დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას“, - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
0
0