29/11/2023
10:59
მსოფლიო
მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
"ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი დღეს არსებულ ვითარებას ჩიხად მოიხსენიებს.
"სტრატეგიული ჩიხი. დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია“, - ამბობს ის.
0
0