29/11/2023
10:56
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი, დღეს არსებულ ვითარებას ჩიხს უწოდებს. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, "დასავლეთი უკრაინის მიწების გასაწირად მზადაა".
"სტრატეგიული ჩიხი. დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია“, - ამბობს ის.
არესტოვიჩის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
"მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი. ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.
0
0