“ტაქსის მძღოლი იარაღის წართმევას ცდილობდა და ამიტომ მოკლა” - პროკურორი რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე
11/02/2024
15:02
სამართალი
A-
+A
რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მოკლული, ტაქსის მძღოლი შეიარაღებული პირისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა და სწორად ამიტომ მოკლა იგი.
“ვიდეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ტაქსის მძღოლი ზურგს უკნიდან ეცა ბრალდებულს, როცა მან უკვე განახორციელა გასროლები სხვა პირთა მისამართით. ტაქსის მძღოლი იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მან მოკლა იმ მომენტში, როდესაც ის იარაღის წართმევას ცდილობდა, რომ სხვა ადამიანები არ დაეხოცა”,- განაცხადა ქეთევან სონაძემ.
შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარში 8 თებერვალს ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. მოკლულებს შორისაა ტექსის მძღოლი.
0
0
825
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%