31/08/2023
21:20
პოლიტიკა
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებს გამოეხმაურა:
“პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ევროპული ღირებულებაა?!
მტყუან-მართალს არ ვარჩევ, ისედაც ცხადია, მაგრამ იგივე გერმანიის პრეზიდენტს, რომელთან შესახვედრადაც საქართველოს პრეზიდენტი გაეშურა, აქვს უფლება, რომ გერმანიის მთავრობის თანხმობის გარეშე სადმე გაემგზავროს?!
ნამდვილად არ აქვს!
და ეს ძალიან კარგად იცის!
ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა!
ჰოდა, სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერს ნიშნავს, რომ ძალიან არასერიოზული გამოჩნდება გერმანელი კოლეგის თვალში?!
P. S. საფრანგეთში მაინც წასულიყო, იტყოდა, სახლში შევიარე მტვრის გადასაწმენდადო!” - წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა.
ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი.
მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
0
0