Financial Times-ი წერს, რომ მათ მოიპოვეს რუსეთის გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც წვრთნების დროს ვარჯიშობდნენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში და ასევე გადიოდნენ ჩინეთის თავდასხმის სცენარებს.
"რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზედა ზღვარი იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს საჯაროდ აქვთ ნათქვამი." - წერს Financial Times.
დოკუმენტები მოიცავს 29 საიდუმლო სამხედრო ფაილს, რომლებიც შედგენილია 2008-2014 წლებში და განხილულია ომის თამაშების სახის წვრთნების სცენარები და საზღვაო ოფიცრებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციები, რომლებშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპებზეა საუბარი.
FT-ს მიხედვით, მოწინააღმდეგეზე რუსეთის პოტენციური ბირთვული პასუხი იქნება სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ მათი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავების 20%-ის გაანადგურებენ.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალები თითქმის 10 და მეტი წლით თარიღდება, მაინც რელევანტურია რუსეთის თანამედროვე სამხედრო დოქტრინასთან.
"დოკუმტით ცხადია, რუსეთს აქვს სიღრმისეულად გამჯდარი ეჭვები ჩინეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი გაფორმდა და ჯერ კიდევ 2001 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პირველი ბირთული იერიშის მიტანას კრძალავს." - აღნიშნულია სტატიაში.
სხვა სცენარები, როცა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს არის: ბალისტიკური რაკეტების მზიდი წყალქვეშა ნავების 20%-ის განადგურება, ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ნავების 30%-ის განადგურება, სამი ან მეტი კრეიზერის განადგურება, სამი აეროდრომის განადგურება, მთავარი და სარეზერვო სამეთაურო ცენტრებზე დარტყმა.
0
0