პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
ნავალნის გარდაცვალების ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკი მალევე გამოეხმაურა და ვლადიმერ პუტინი ოპოზიციონერის მკვლელობაში დაადანაშაულა.
0
0