რუსული მხარის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) იუწყება.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ თავისი პირველი წერილი სასჯელაღსრულების კოლონიიდან 26 დეკემბერს გამოაქვეყნა, სადაც ის იმყოფებოდა. მან მაშინ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და ასევე დაწერა, რომ კარგად არის.
ნავალნი წერდა დეტალებს მისი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაყვანის შესახებ, რომელიც 20 დღე გაგრძელდა და "საკმაოდ დამღლელი" იყო.
25 დეკემბერს ნავალნის თანამოაზრეებმა, რომლებსაც მასთან 20 დღის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ, განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი იმყოფებოდა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში. ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, მისმა ადვოკატმა პატიმარი ნახა და თავად ნავალნი "კარგადაა".
მანამდე ნავალნი იმყოფებოდა ვლადიმირის რეგიონის 6-ე კოლონიაში. 6 დეკემბერს ადვოკატებს მისი ნახვის უფლება აღარ მისცეს. ამის შემდეგ, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნიმ კოლონია 11 დეკემბერს დატოვა სხვა რეგიონში გადავიდა.
ნავალნის 2023 წლის აგვისტოში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით. ნავალნი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმარად აღიარეს.
0
0