17/05/2024
20:18
პოლიტიკა
![main-img]( /storage/files/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98.jpg )
მოძრაობა “ჯიუტი” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებმა 10-მდე წარმომადგენელი უნდა გამოყონ კობახიძესთან გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საჯარო დისკუსიისთვის.
"ჯიუტის" წევრები მიიჩნევენ, რომ კობახიძის შეთავაზება, სინამდვილეში, სატყუარაა კანონისთვის ლეგიტიმაციის შესაძენად.
მოძრაობა ჯიუტი მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ დისკუსიას უკვე მესამე მოსმენით მიღებული კანონის გარშემო.
"მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერმინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს.
ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს.
მოვუწოდებთ კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში.
ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა:
უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!” – წერს მოძრაობა “ჯიუტი”.
0
0