
მედიაში და სოციალურ ქსელში ვრცელდება კინორეჟისორ, გოგა ხაინდრავას განცხადება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, გადაცემა “კიდობანში” გააკეთა. გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თამაში მოუგო ყველას, მთელ მსოფლიოს":
“რას ვერ პატიობს მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით ეს ლიბერალური ძალები, ბიძინა ივანიშვილს? გაშიფრა ესენი, ყველას გადაუგდო, ყველამ ჩაავლო, ყველამ და ამოიყვანა ზედაპირზე. რას ვერ პატიობს დასავლეთი – დეგნანი, მეგნანი, შაჰინი, მაჰინი, ბაიდენი, გაიდენი, რას ვერ პატიობენ, ბიძინა ივანიშვილს? გადატეხა მუხლზე, ერთმა ქართველმა კაცმა, თამაში მოუგო ყველას, მთელ მსოფლიოს, უნდათ ამის დანახვა?… ევროპული პრესა გააჩერეს, ბიჭო, არ ალაპარაკოთ ეს კაციო, რატომ? იმიტომ რომ გაუდო სულ ყველას, დაწყებული ვაშინგტონიდან, დამთავრებული თბილისით, სულ ყველას, ცალ–ცალკე გაუდო, დუჟი აქვთ მომდგარი…” - განაცხადა კინორეჟისორმა.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026