15/02/2022
19:29
პოლიტიკა
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციისა და ტრანსპლანტაციის პროგრამებზე.
„ძვირადღირებული კვლევები ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ვისაც შეხება ჰქონია, მათ თავის თავზე იციან, ეს მხარდაჭერა დედაქალაქის მერიის მხრიდან რამხელა შვებაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბავშვების გაზრდილი რაოდენობა და ამ პროგრამის 12 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი. ასევე გამოვყოფთ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს, რომლებიც დედაქალაქის მერიამ ნაწილობრივ თუ სრულად ჩვენს 34 მოქალაქეს უკვე დაუფინანსა“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საკრებულოს ოპოზიციის წევრები ტელეეთერებიდან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქის მერია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ჯანდაცვის პროგრამების გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს.
„იქნებ ტელეეთერის საშუალებით ერთხელ მაინც გესაუბრათ იმ ძვირადღირებულ პროგრამებზე, რომლებსაც დედაქალაქის მერია ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალურად ახორციელებს. იქნებ შეგეწყვიტათ ისტერია, რომელიც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება. არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ, ან ყველამ ერთად საქმე ვაკეთოთ, ან კვლავ საკრებულოს არაფრის მკეთებელ წევრებად დარჩეთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
0
0