05/09/2023
16:39
პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ომის პირობებში ქვეყანაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუკი ეს გადაწყდა, უკრაინის ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.
„თუკი არჩევნებსაც ჩაატარებთ, ჯერ უნდა შექმნათ კიბერსივრცეში ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ძალიან საფუძვლიანი სისტემა. არ შეზღუდოთ სიტყვის თავისუფლება. თვალყური ადევნეთ და აცნობეთ საზოგადოებას ყველაფერზე, რაზედაც სადმე ფეხი გაეზრდება ამა თუ იმ პროვოკაციას, კერძოდ, მზად უნდა იყოთ მკვლელობის მცდელობისთვის“, - ამბობს სააკაშვილი.
მედიასთან ინტერვიუში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის მთავარი მიზანი მისი მთავრობის დამხობა იყო, რაც მისივე განმარტებით, წარმატებული რეფორმებისა და ევროატლანტიკური კურსის დასრულებისთვის იყო გამიზნული. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მაშინ პუტინმა ამ მიზანს ვერ მიაღწია.
„ჩვენი ხალხის გმირული წინააღმდეგობის, აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერისა და აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციის წყალობით, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს მიაღწია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ის ასევე ამბობს, რომ ახლა უკრაინისთვის საქართველოში, მონტენეგროში, მოლდოვაში, აშშ-ში და სხვაგან, რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევის გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.
0
0