10/06/2022
13:33
პოლიტიკა
როდესაც დღეს თვალს ვადევნებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან- პოლონეთი და უნგრეთი და მათ წამყვან პოლიტიკოსებს - კაჩინსკის, დუდას, ორბანს თუ ლასლო კევერს, გეუფლება განცდა, რომ ჩვენც შეგვეძლო ასე მოქცევა, რომ არა...
წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კორუფციასთან ბრძოლისა და ევროპეიზაციის ტალღაზე სააკაშვილი სულ უფრო და უფრო წინ წამოწევს ქართული ნაციონალური თვითშეგნების ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლოებს, როგორებიცაა - გარეჯი, დიდგორი, წმინდა მიწა; უახლოვდება და ხელს უწყობს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სულ უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობს ოჯახურ ღირებულებებზე და, ასევე, საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით, ცდილობს ოჯახისა და მრავალშვილიანობის მხარდაჭერას, აბორტების შეზღუდვას და სხვ.
თან, ცხადია, მიზანმიმართულად მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისაკენ... ეკომომიკური რეფორმების მეშვეობით, ის ახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ეროვნულ ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას... ეხმარება ქართულ მეცნიერებას - ცდილობს ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების შემოკრებას. იბადება „ქართული კოლაიდერის“ იდეა... ლაპარაკობს არა „ჩასარეცხებზე“, „ახალი ადამიანის/ქართველის “ შექმნასა და „ნულოვან ტოლერანტონაზე“, არამედ - თაობათა შორის კავშირსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
ამავე დროს, სრულიად შეურიგებელია კრიმინალის მიმართ, ოღონდ - მედიალური უგემოვნო რეკლამირების გარეშე...
ჰუცის საგანგებოდ და პროვოკაციულად არ უპირისპირდება რუსეთს, მაგრამ მუდმივად ხაზს უსვამს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემას - ცდილობს, სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტებით დაეხმაროს აფხაზურ და ოსურ მოსახლეობას. ამავე დროს, ის არ აუქმებს ერგნეთის ბაზრობას...
ასეთ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთის მიერ მოულოდნელ გაეძლოო...“) მედვედევ/პუტინის რუსეთს ფსიქოლოგიურად გადატეხავს და....
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პოზიტიურად „მოდელირებულ ქრონიკას“...
არადა, სააკაშვილი დაადგა ე.წ. ევროპული საქართველოს ლიდერების მოლიპულ გზას - რომ საქართველოს არ სჭირდება მეცნიერება, რომ ქართული კულტურა არ არსებობს, ხოლო „ბნელი ქართული მასისაგან უნდა მოიზილოს ახალი ადამიანი“...
ახლა, როდესაც ის საპრყობილეში ზის, წარსულის ბევრი კადრი მას თავში უტრიალებს და მწარედ ნანობს გაშვებულ შანსზე... ის წყევლის ევროპული საქართველოს ლიდერებს...
თუმცა, როგორც ჩანს, ესეც პოზიტიურად „მოდელირებული ქრონიკის“ კიდევ ერთი ვერსიაა - როგორ შეიძლებოდა მიგვეღო სააკაშვილისაგან ნორმალური, პატრიოტი ქართველი...
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022