05/08/2022
17:24
მსოფლიო
ტაივანი საკმაოდ შორს მყოფი სახელმწიფოა, რომელიც შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში, ერთ-ერთ გეოპოლიტიკური დაძაბულობის კერაა. მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ითქვა, რომ ჩინეთის ბირთვული შეიარაღება მზადყოფნაშია მოყვანილი. პრესა ალაპარაკდა მესამე მსოფლიო ომზე. მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ადამიანებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა ხდება ტაივანთან მიმართებაში. გადავწყვიტეთ პატარა ისტორიული რაკურსი შემოგთავაზოთ.
ტაივანი- ისტორიული რაკურსი
1912 წელს ჩინეთში ცინების იმპერიული დინასტია, შეცვალა ჩინეთის რესპუბლიკამ, რომლის სათავეშიც იყო ჩინეთის ნაციონალური პარტია - გომინდანი.
1920-იან წლებში, როდესაც ჩინეთს თავს დაესხა იაპონიის იმპერია, ჩინეთის რესპუბლიკას ძალიან გაუჭირდა წინააღმდეგობის გაწევა. იაპონელებმა დაიკავეს მანჯურია და ჩინეთის სხვადასხვა საზღვაო ტერიტორიები. ჩინეთის რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა ჩან კაიში, რომელიც არ წყვეტდა ომს იაპონიის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, შეიქმნა ჩინეთის კომუნისტური პარტია, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია იაპონელებთან ომში და 1949 წელს, ჩან კაიშის ხელისუფლებასთან შევიდა კონფროტაციაში. ჩან კაიში ქვეყნის სხვა ინტელექტუალურ ელიტასთან ერთად, იძულებული გახდა ევაკუირებულიყო კუნძულ ტაივანზე. მან „კომუნისტური ჯანყი“ უკანონოდ გამოაცხადა. 1949 წლის 1 ოქტომბერს ჩინეთი გამოცხადდა სახალხო რესპუბლიკად, რომელსაც არ ცნობდა სამყაროს ბევრი ქვეყანა, მათ შორის, აშშ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, გაეროში 1971 წლამდე, ჩინეთს წარმოადგენდა ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ტაივანი მიაჩნია ჩინეთის განუყოფელ ნაწილად და ტაივანის ხელისუფლებას სეპარატიზმში ადანაშაულებდა.
1992 წელს პეკინმა და ტაივანმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ განაცხადა, რომ ისინი საკუთარ თავს ერთიან ჩინეთად აღიქვავენ, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის და ტაივანისთვის, ერთიანი ჩინეთის ცნება სხვადასხვა რამეს ნიშნავს. დროთა განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ გომინდანის ლიდერი, მა ცინზუა ცდილობდა ერთიანი ჩინეთის იდეის გამტარებელი ყოფილიყო და 2015 წელს შეხვდა ჩინეთის წარმომადგენლობას, მისი მოწინააღმდეგეები დემოკრატიულ -პროგრესისტული პარტიიდან, ტაივანის დამოუკიდებლობის იდეით გამოვიდნენ.
თავად ტაივანში, 2020 წლის გამოკითხვით 67% თავს მიიჩნევს ტაივანელად, 27,5% - კი ტაივანელად და ჩინელად, 3% მიიჩნევს თავს მხოლოდ ჩინელად- ისიც უფროსი თაობის წარმომადგენლები. შესაბამისად, საზოგადოებრივი განწყობები იხრება ტაივანის დამოუკიდებლობის იდეისკენ.
ტაივანი დღეს
თავად ტაივანს აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტექნოლოგიების თვალსაზღისით. ტაივანი აწარმოებს მსოფლიოში მიკროჩიპების 65%. ამის გარდა, ტაივანს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, სწორედ ამიტომ, ტაივანს აშშ ეხმარება სამხედრო თვალსაზრისით.
2021-2022 წლებში ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. 2021 წლის ოქტომბერში ტაივანის მახლობლად ჩინური ავიამზიდი 56 თვითმფრინავით გამოჩნდა, რაც ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდა. საპასუხოდ, 2022 წელს ტაივანმა საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი რეკორდულ ციფრებამდე, 17 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და ტაივანის ხელისუფლებამ საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლა დაიწყო.
იმის მიუხედავად, რომ არსებობს 1992 წლის შეთანხმება, რომლის მიუხედვითაც ორივე მხარე ცნობს ჩინეთის ერთიანობას, ტაივანი საკუთარ სამხედრო პოტენციალს ამერიკელების დახმარებით ზრდის, რაც იწვევს ჩინეთის დიდ უკმაყოფილებას. ჩინეთი აპროტესტებს ამერიკული შეიარაღებისა და სამხედრო ინსტრუქტორების ყოფნას ტაივანზე.
2022 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ტაივანს. მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რაც ამ რანგის პოლიტიკოსის პირველი ვიზიტი იყო, ჩინეთმა მასობრივი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.
ფაქტია, ეს მოვლენა პროვოკაციული იყო და მიზნად ისახავდა ჩინეთის უძლურების ჩვენებას, რასაც ჩინეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი აქტიურ სამხედრო კამპანიას წამოიწყებს, მაგრამ ჩინეთს მოუწევს პრესტიჟის გამო პასუხის გაცემა. ეს კი, უკრაინის, ერაყის, სირიის, ავღანეთის, კოსოვოს შემდეგ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაძაბულ ზონას ქმნის. რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ტაივანის შემთხვევაშიც, გარედან უხეშად ირღვევა.
ტერიტორიული მთლიანობის უზენასეობის პრინციპის მოშლას ჩვენ ვხედავთ არა მარტო საქართველოს, უკრაინის და სერბეთის მიმართულებით, არამედ ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორიც ჩინეთია, რაც სამყაროში, კიდე უფრო დიდ დესტაბილიზაციის კერას ქმნის.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022