05/01/2024
17:09
ეკონომიკა
"თბილისის აეროპორტს რუსეთი იყენებენ, როგორც სანქციებისგან არიდების საშუალება. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან." - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე „აზიმუტის“ ფრენების დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი რუსულ ავიაკომპანიებს, რომ მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს, რომ მათ მოახერხონ და გადაარჩინონ საკუთარი საავიაციო ინდუსტრია და თბილისის აეროპორტი იყოს მათთვის გამოყენებული, როგორც პლატფორმა დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ეს არის ცალსახად „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ ინტერესებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან." - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
0
0