30/01/2025
22:45
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს, რომელმაც მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე 93.12 ქულით ფრანგი ადამ სიაო ჰიმ ფა გავიდა.
ნიკა ეგაძე თვისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს.
დღეს ტალინში წყვილთა შორის შეჯიბრებაზე თავისუფალი პროგრამით ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გამოვლენ – წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ 57.03 ქულით მეცხრე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შეჯიბრებაში მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა გავიდა, რომელიც თავისუფალი პროგრამით ხვალ, 31 იანვარს იასპარეზებს.
0
0