30/01/2025
23:06
მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელიც ძებნილი ლიბიელი გენერლის გათავისუფლებას უკავშირდება, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის პრემიერის თქმით, ლიბიელი გენერლის, ნაჯიმ ოსემ ალმასრის გათავისუფლების საქმეზე დაწყებული გამოძიება „უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს სახელმწიფოს“.
მელონიმ აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია ინვესტორებს დააფრთხობს, მათ შორის ნორვეგიულ საინვესტიციო ფონდ Norges-ს, რომელმაც ცოტა ხნის წინ იტალიურ სუვერენულ ობლიგაციებში თავისი აქტივები 8 მილიარდ ევრომდე გაზარდა.
„ამ სიახლის წაკითხვისას, როგორ ფიქრობთ, ეს ნორვეგიული საინვესტიციო ფონდი, რომელმაც სულ ახლახან 8 მილიარდი ევროს იტალიური ობლიგაციები შეიძინა, უფრო მეტს იყიდის - ცხრას, შვიდს თუ, შესაძლოა, საერთოდ ნულს?“ - განაცხადა იტალიის პრემიერმა.
0
0