30/01/2025
22:21
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენისა და სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახების შედეგად არავინ გადარჩა.
„სამწუხაროდ, არავინაა გადარჩენილი“, - განაცხადა ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ის ამერიკელ ხალხს „ტკივილისა და სევდის საათში“ მიმართავს და გამოსვლის დასაწყისში წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა.
„ამჟამად სამუშაოები უკვე გადასულია სამძებრო და სამაშველო მისიიდან აღდგენით პროცესზე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ოთხშაბათი იყო „ბნელი და მტანჯველი ღამე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისა და მთელი ჩვენი ერის ისტორიაში“.
ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
0
0