26/07/2023
15:33
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, თამაზ მღებრიშვილი.
სემეკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სექტორის რეგულირების ხედვა, ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკასა და საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე, განიხილეს სხვადასხვა ტექნიკური საკითხი.
სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის თაობაზე. ახალი მარეგულირებელი აქტებით დარეგულირდება პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემიდან წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლის მიზანიცაა მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა.
0
0