30/01/2025
21:18
მსოფლიო
დღეს ნაშუადღევს, ბელგიამ მთლიანად დახურა საჰაერო სივრცე. მიზეზი იყო ტექნიკური შეცდომა Skeyes-ში, კომპანიაში, რომელიც მართავს საჰაერო ტრანსპორტს ქვეყანაში. თვითმფრინავი, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრატისლავიდან მიფრინავდა ბრიუსელში, უკან გაბრუნდა.
„საჰაერო მოძრაობის კონტროლის ტექნიკური პრობლემის გამო, ბელგიაში საჰაერო მოძრაობის კონტროლი ახლა სრულიად შეუძლებელია. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენ ხანი დასჭირდება კონტროლის აღდგენას”, - განაცხადა ბრიუსელის აეროპორტმა პლატფორმა X-ზე.
Skeyes-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიის თანამშრომლებმა დაახლოებით 15:00 საათზე შენიშნეს, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა „არასათანადოდ ფუნქციონირებდა" და ყველა ფრენა მიწიდან 7500 მეტრამდე სიმაღლეზე, რომელიც იმ დროს იყო ბელგიის საჰაერო სივრცეში, გადამისამართდა მეზობელ ქვეყნებში სარეზერვო სისტემის გამოყენებით, უფრო მაღლა მფრინავების კონტროლი კი კომპანია Eurocontrol-მა აიღო თავის თავზე.
Skyes-ის სისტემებმა ნორმალურად ფუნქციონირება დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დაიწყეს.
„პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და ევროკომისიის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა. ბრიუსელის აეროპორტმა გვაცნობა, რომ ბელგიის თავზე საჰაერო მიმოსვლა შეუძლებელია. თვითმფრინავი პრემიერ-მინისტრთან ერთად სლოვაკეთში ბრუნდება", - განაცხადა ბრიუსელში სლოვაკეთის მისიის წარმომადგენელმა.
რობერტ ფიცოს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებთან სლოვაკეთში გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ უნდა ემსჯელა. მოლაპარაკების ახალი თარიღი უცნობია.
0
0