27/07/2023
15:26
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.
„საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნას არ უზღუდავს. რამდენიმე ადგილობრივი ბანკი არის საერთაშორისო საბანკო ჯგუფების შვილობილი კომპანია და ექვემდებარება იმავე რეგულაციას. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის სებ-მა შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ შესაბამისი მეთოდოლოგიური გაიდლაინების მომზადებაზე და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.
საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს OFAC-თან, OFSI-სთან და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან კონკრეტულ საკითხებზე მითითებების მისაღებად და სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია ანგარიშში.
წყარო: ipn.ge
0
0