11/04/2022
21:45
მსოფლიო
S&P Global Rating-ის ინფორმაციით, რუსეთმა საგარეო ვალების გადახდა ვერ შეძლო და დეფოლტი გამოაცხადა. ეს ნაბიჯი ობლიგაციების მფლობელებს არა დოლარში, არამედ რუბლში გადახდის საშუალება აძლევს.
8 აპრილს სააგენტომ თქვა, რომ რუსეთმა ორი დოლარში დენომინირებული ევრობონდი, რომლის ძირიც 4 აპრილს უნდა დაეფარა, კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული დოლარის ვალუტის ნაცვლად, რუბლში გადაიხადა.
სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც თავისთავად შეაფერხებს მოსკოვის ტექნიკურ შესაძლებლობას, გადაიხადოს უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში.
რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.
რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.
0
0